08 დეკემბერი 2021,   10:51
ვრცლად
სომხეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრად პაშინიანი არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრი ვერ აირჩია. საპროტესტო მოძრაობის ლიდერს, ნიკოლ პაშინიანს, მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ასარჩევად კი 53 ხმა იყო საჭირო.

პაშინიანის წინააღმდეგ მმართველი რესპუბლიკური პარტია წავიდა.

კენჭისყრის დასრულების პრემიერობის ერთადერთმა კანდიდატმა განაცხადა, რომ დროებითი მთავრობის ფორმირებისთვის კვლავ მზადაა.

რიგგარეშე სესია 9 საათს გაგრძელდა. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ პაშინიანმა შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ილაპარაკა. მან რუსეთს "სტრატეგიული პარტნიორი" უწოდა და საქართველოსთან სომხეთის ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

მან, ასევე, ილაპარაკა შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად მოლაპარაკების დაწყების ინიციატივაც წამოაყენა.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის ასარჩევად პარლამენტი 7 დღეში ისევ შეიკრიბება. 

დღის ამბები