20 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
„არ უნდა ვიაროთ პრეზიდენტის ხუშტურებზე"- მამუკა მდინარაძე

„პრეზიდენტი აყენებს ულტიმატუმებს და დაარღვიეთ კანონი. არის კანონით გაწერილი კანონო, გაწერილი კონკრეტული პროცედურები , რომელ პროცედურასაც იცნობს საქართველოს პარლამენტი და კეთილი უნდა ინებოს ნებისმიერმა ადამიანმა და განსაკუთრებით პრეზიდენტმა და ესეთი ულტიმატუმები არ უნდა აყენოს“-ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელია როდესაც პრეზიდენტი ასეთ ულტიმატუმებს აყენებს და თავად არ იცავს კანონს.

„არ უნდა ვიაროთ პრეზიდენტის ხუშტურებზე,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავის პიარშიკებთან ერთად დაგეგმა ეს ნაბიჯი და სცადა თამაში თავის მოედანზე გადაეტანა.

მამუკა მდინარაძის თქმით პრეზიდენტმა კეთილი უნდა ინებოს, შევიდეს სხდომათა დარბაზში და მოისმინოს ის კრიტიკა რომელიც მას ეკუთვნის. 

დღის ამბები