25 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
ბოკერია მმართველი გუნდის განცხადებებს რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, ცინიკურს უწოდებს 

საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ მიიღეს პარტიის წევრმა აღნიშნული გადაწვეტილება. მისი განცხადებით, მიზეზი მმართველი გუნდის დამოკიდებულებაა.

„დამოკიდებულება, რომ ინტერპრეტაცია არ დაუშვეს რეგლამენტის, რომ მიეცათ საშუალება პრეზიდენტისთვის, რომელიც ნამდვილად არ არის ჩემი პოლიტიკური სიმპათიის საგანი, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა. ანუ, ეს არის ისევ იგივე დამოკიდებულება, რომ მათი პოლიტიკური კაპრიზი თუ რა დავარქვა, არის უზენაესი მათთვის, მაშინ როცა გვესმის ესეთი ცინიკური განცხადებები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, პარლამენტის სხდომაზე ძირითადად გიორგი მარგველაშვილის პერსონის შეფასება მიმდინარეობდა. 

„ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის პერსონის შეფასება, მხოლოდ, მათგან, თავისთავად, პერსონის კრიტიკა ლეგიტიმურია და მე ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს პრეზიდენტმა მარგველაშვილის მიმართ, მაგრამ ეს მოხსენება ეხებოდა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, უნდა ესაუბრათ ამაზე და არა იმაზე, რატომ უღალატა, მათი აზრით, ივანიშვილს მარგველაშვილმა და როგორა მათი ერთმანეთში ურთიერთობა. ამ ყველაფერზე პროტესტის ნიშნად დავტოვეთ ეს სხდომა,“ - განაცხადა გოგა ბოკერიამ.

დღის ამბები