24 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
მერია შპს "აიისა"-ს წინააღმდეგ - პრეზერვატივებზე დატანილი სტიკერების გამო დედაქალაქის მუნიციპალიტეტი კომპანიას უჩივის

მერიის ზედამხედველობის სამსახური შპს „აიისა"-ს წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლო დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საჩივარს განიხილავს. სასამართლომ უნდა დაადგინოს არის თუ არა პრეზერვატივებზე დატანილი სახალისო სტიკერები არაეთიკური რეკლამა და ილახება თუ არა შედეგად ადამიანთა ცალკეული ჯგუფის უფლებები.

მერია საწარმოსთვის ჯარიმის დაკისრებას და პრეზერვატივების გაყიდვიდან ამოღებას ითხოვს.

„აიისა-"ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზერვატივებზე დატანილი წარწერები და გამოსახულებები ეს სიტყვისა და გამოხატულების თავისუფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია.

სასამართლომ მხარეებს უკვე მოუსმინა და გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. განაჩენს მოსამართლე 4 მაისს გამოაცხადებს.

დღის ამბები