09 დეკემბერი 2021,   10:43
ვრცლად
გაფიცვის მეოთხე დღე - ავტობანზე, ოსიაურის მონაკვეთზე გაფიცულ მუშებთან პროფკავშირის წარმომადგენელი ჩავიდა

უკვე მეოთხე დღეა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობა ოსიაურის მონაკვეთზე პარალიზებულია. მშენებლობაზე დასაქმებულმა 80-მდე მუშამ სხვადასხვა მოთხოვნით მუშაობა შეწყვიტა.

დღეს გაფიცულებთან პროფკავშირების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი მუშების მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევენ და მათ დაცვას ყველა კანონიერი გზით შეეცდებიან. პროფკავშირების წარმომადგენლები კონტრაქტორ კომპანია "სინო ჰიდრას" წარმომადგენლებთანაც აპირებენ შეხვედრას. მათი განცხადებით კომპანია დასაქმებულთა უფლებებს მუდმივად არღვევს.

„ამ კომპანიას წესად აქვს, რომ უხეშად არღვევს კანონმდებლობას. ბოლოს და ბოლოს უნდა გავაგებინოთ, რომ არ შეიძლება ადამიანი ამუშავო მონურად,“-აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია.

მუშები ხელფასის გაზრდას, სამედიცინო დაზღვევასა და სამუშაო პირობების შემსუბუქებას ითხოვენ.

დღის ამბები