18 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ თავი მთავარ ამოცანებს ვერ გაართვა" - პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტში

პრეზიდენტის  ბოლო ანგარიში პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლა 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო. ქვეყნის პირველი პირი თვლის, რომ სახელმწიფო მოძალადე აღარ არის, საგარეო კურსი სწორია, ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავი მთავარ ამოცანებს ვერ გაართვა, მიზანმიმართულად დაასუსტა სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია.

სიტყვით გამოსვლისას მარგველაშვილმა თქვა ისიც, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა მის მიმართ, რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რომელმაც ქვეყნის ინტერესები დააზიანა, მათ შორის უშიშროების საბჭოს გაუქმების ნაწილში.

პრეზიდენტმა განცხადებით, 2016 წელს არჩევნებზე ხელისუფლებამ პოლიტიკური კლასი გაანადგურა და  „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ძალაუფლების საშიშ კონცენტრაციამდე მივიდა.

ტრიბუნიდან პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" გამოუძიებელი საქმეები, ძალოვანი ინსტიტუტებისა და სასამართლოსადმი უნდობლობის მიზეზი შეახსენა. თქვა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.

ქვეყნის პირველი პირის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა მინისტრთა კაბინეტმა. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ მოისმინეს სახელმწიფო საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ბრალდებები, რომელსაც არგუმენტები აკლდა.

დღის ამბები