19 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
10 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ვერეს ხეობაში - ოპოზიცია კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობს

სტიქიური უბედურების ზონას, ვერეს ხეობას, ახლა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ამზადებენ. ვერეს ხეობაში მაშტაბურ მშენებლობას მწვანე შუქი, თბილისის ყოფილმა მერმა პოსტის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე აუნთო. 

სტიქიური უბედურების ზონაში 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა დავით ნარმანიამ, 2016 წელს გასცა. დოკუმენტი ახალმა მერმა საკუთარი ბრძანებით გაამყარა და ხეობის ამ ზონაში მშენებლობის ნებართვა მხოლოდ კონკრეტული პირებისთვის დააკანონა. იგივე ტერიტორიაზე, გასულ წელს თბილისის მერიამ სხვა პირს შენობის აშენებაზე, კატეგორიული უარი უთხრა.

შპს "გამა", რომელსაც რამდენიმე მეწილე ჰყავს მმართველ პარტიასთან ასოცირდება. ერთ-ერთი მფლობელი "იბერია ბიზნეს ჯგუფის" მოწილე ლევან კაჭარავაა, მან "ქართული ოცნებას" წინასაარჩევნოდ 60 ათასი ლარი შესწირა. სწორედ ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კორუფციასა და ნეპოტიზმზე ეჭვობენ და მერის მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობას ითხოვენ.

არქიტექტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შპს „გამას“ მოთხოვნა დახარვეზებულია და ჯერ ნებართვა მშენებლობაზე არ მიუღიათ, ოპოზიციას კი სიცრუეში ადანაშაულებს.

შპს „გამას“ საბოლოო თანხმობამდე, მშენებლობის ადგილზე საინფორმაციო დაფის გამოკვრა დაევალა. ამის შემდეგ კი „გამა“ სავარაუდოდ, მშენებლობას იმ ტერიტორიაზე შეძლებს, რომელსაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ სპეციალისტები კრიტიკულად საშიშად მიიჩნევდნენ.

 

 

 

 

დღის ამბები