19 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
2500 ევრო უცხოეთში დასაქმების სანაცვლოდ - ხიდისთავში მცხოვრები დაზარალებულები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

უცხოეთში დასაქმების სანაცვლოდ აღებული თანხა და მოტყუებული 7 ადამიანი - ნანა მაჭავარიანი, რომელიც ხიდისთავში მცხოვრებლებს ისლანდიაში, თევზის ქარხანაში დასაქმებას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაპირდა, მომხდარში პარტნიორებს ადანაშაულებს.

7 დაზარალებული კი მომხდარის შესახებ ერთი და იგივე ისტორიას ჰყვება- როგორ აიღეს ვალად 2500 ევრო იმისთვის, რომ ბილეთებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესაგროვებლად ნანა მაჭავარიანისთვის გადაეცათ.

ამის შემდეგ მათ ნანა მაჭავარიანმა პასპორტები გამოართვა და გამგზავრების თარიღი რამდენჯერმე გადაავადა.

მაჭავარიანი დაზარალებულებს ჰპირდება, რომ თანხას უკან დაუბრუნებს. ამბობს, რომ ის მისი პარტნიორის ჩამოსვლას ელოდება, რომელმაც ფული უნდა ჩამოიტანოს. დაზარალებულები კი ამბობენ, რომ თუ კუთვნილ თანხას არ მიიღებენ ნანა მაჭავარიანს სასამართლოში უჩივლებენ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები