24 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
ოპოზიციის გამარჯვება სომხეთში-პაშიანინის პრემიერ-მინისტრობას პარლამენტის 1/3 მხარს უჭერს

ოპოზიციის გამარჯვება სომხეთში, შეთანხმება მიღწეულია. პარლამენტის წევრების 1/3 თანახმაა ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინოს. სხდომა, რომელზეც ქვეყნის ახალი პრემიერი უნდა დაამტკიცონ, 8 მაისს გაიმართება. ხვალ სომხეთში დაგეგმილი მიტინგი გაუქმებულია.

ნიკოლ პაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა დაისვენონ და დააკვირდნენ სოციალურ ქსელში მის აქტივობას.

სომხეთის პარლამენტის დეპუტატების ერთი ნაწილი პაშინიანის პრემიერად წარდგენას მას შემდეგ დათანხმდა რაც სომხეთი კვლავ სახალხო დაუმორჩილებლობის აქციებმა მოიცვა. დედაქალაქში დემონსტრანტებმა ორი ცენტრალური გამზირი გადაკეტეს, ბლოკირებული იყო აეროპორტისკენ მიმავალი გზა.

დღის ამბები