25 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
"გირჩის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციაში იმყოფება. ორგანიზაციის ორი წევრის შემდეგ, ბრალი მასაც  წაუყენეს. მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.  

„მასაც იგივე მუხლებით წარუდგინეს ბრალი, რაც გუშინ გირჩის სხვა ლიდერებს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს. ეს არის მუხლები 173-ე  და 166-ე, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა,“-განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა.

სასამართლო „გირჩის“ წევრების საქმეს დღეს განიხილავს. საუბარია გუშინდელ ინციდენტზე პოლიციასა და „გირჩის“ წევრებს შორის. ორგანიზაციის წევრებმა სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაყავდათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. 

სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება, თუმცა ადგილზე უკვე იკრიბებიან ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. „თეთრი ხმაურის“ წევრების განცხადებით სამარცხვინოა ის ქმედება, რომელსაც პოლიცია მოქალაქეების და გირჩის წევრების მიმართ ახლორციელებს.

დღის ამბები