19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
მოწმე ადასტურებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ბრალდებულებთან არც ერთ მოლაპარაკებაზე არ ყოფილა - კუბლაშვილი

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ხელშეწყობაში ბრალდებული პირების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

დღეს 6 პირი დაიკითხა. მათ შორის 4 ის სპეცრაზმელი, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და დაშავდნენ.

დარჩენილმა 2 მოწმემ კი მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად ცხოვრობდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებული შოაიფ ბორზიევი ჩატაევის საქართველოში დაბრუნებამდე.

დაკავებული ბორზიევის ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეებმა ვერ ამოიცნეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და უფრო მეტიც, ერთმა მათგანმა ის დადებითად დაახასიათა.

„მოწმეებმა ჩვენება, როგორ გადაადგილდებოდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ვერც ამოიცნეს ვერც დაასახელეს მისი გადაადგილება. იყო ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელმაც ეს პიროვნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაახასიათა საკმაოდ დადებითად,“- განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

რუსლან ალდამოვის ადვოკატი, რომელიც ასევე სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატიცაა ამბობს, რომ პროცესზე ნიშანდობლივი იყო, რომ პროკურატურის მოწმეები არ ადასტურებენ, რომ მაჩალიკაშვილი ბრალდებულებთან მოლაპარაკებებს დასწრებია.

„ჩემთვის მონაპოვარი დღეს ის იყო, რომ ხაზგასმით, ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არცერთ მოლაპარაკებაზე და კავშირში არ ყოფილა არცერთ საცხოვრებელ ბინასთან“- ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

დღის ამბები