09 დეკემბერი 2021,   10:29
ვრცლად
15 დღიანი პატიმრობა თუ ჯარიმა - "გირჩის" წევრების საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს

15 დღიანი პატიმრობა თუ ჯარიმა - პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში და წვრილმანი ხულიგნობაში ბრალდებული „გირჩის“ წევრების საქმეს ამ წუთებში საქალაქო სასამართლო განიხილავს.

„გირჩის“ წევრებმა გუშინ სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაჰყავდათ.

უკვე საათ-ნახევარია შსს-ს წარმომადგენელი საკუთარ პოზიციას აცნობს სასამართლოს. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პირთა გარკვეულ ჯგუფს, შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. უწყების წარმომადგენლების თქმით, ამ სამუშაოს შესრულებაში „გირჩის“ წევრებმა ხელი შეუშალეს.

„გირჩის“ წევრები ამბობენ, რომ დაკავებულ პირებს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ. მათ საპასუხოდ კი შსს აცხადებს, რომ ოპერატიული ინფორმაცია შეიძლება იყოს მცდარი და სამართალდამცავებს მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალონ.

ამ დროისთვის იმ პოლიციელებს ჰკითხავენ, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით, ხელი შეუშალეს ოპერატიული ინფორმაციის განხორციელებაში დაკავებულებმა.

სასამართლო დღეს მოუსმენს ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს და ასევე, "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.  

დღის ამბები