27 ნოემბერი 2021,   15:47
ვრცლად
ზურა ჯაფარიძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, "გირჩის" 2 ლიდერს კი პატიმრობა მიუსაჯა

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, პარტიის 2 ლიდერს კი 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„გირჩის“ წევრებს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში ედებათ ბრალი.

„გირჩის“ წევრებმა გუშინ სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაჰყავდათ.

შსს-ის წარმომადგენლის თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პირთა გარკვეულ ჯგუფს შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ამ სამუშაოს შესრულებაში „გირჩის“ წევრებმა ხელი შეუშალეს.

პოლიტიკური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულ პირებს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ. 

დღის ამბები