30 ნოემბერი 2021,   16:15
ვრცლად
მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს. პოლიციის განმარტებით, ოპოზიციის ლიდერს ბრალად არასანქცირებული მიტინგის ორგანიზება ედება.

რეგიონების შემდეგ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დედაქალაქის ცენტრში, პუშკინის მოედანზე შეიკრიბნენ. ძალოვანებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს და ათობით მომიტინგე დააკავეს.

ალექსეი ნავალნიმ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოუწოდა.

აქციები ლოზუნგით - "პუტინი მეფე არ არის", მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დაკავებებში გადაიზარდა. პოლიციის განყოფილებებში საერთო ჯამში 300-ზე მეტი აქტივისტი გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები