04 დეკემბერი 2021,   22:13
ვრცლად
NASA-მ მარსზე ახალი მარსმავალი გაგზავნა - მისია 728 დღეს გაგრძელდება

NASA-მ მარსის შესწავლის ახალი მისია დაიწყო. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ წითელ პლანეტაზე ახალი მარსმავალი გაგზავნა.

ინსაითი ვანდერბერგის ბაზიდან რამდენიმე საათის წინ გაუშვეს. ის მარსზე 2018 წლის 28 ნოემბერს დაეშვება.

ახალი კოსმოსური აპარატის გამოყენებით NASA წითელი პლანეტის შიდა შრეების შესწავლას გეგმავს. მარსმავალის მეშვეობით სპეციალისტები შეეცდებიან, დაადგინონ, რა გავლენას ახდენენ პლანეტაზე მეტეორიტები.

ინსაითის მისია წითელ პლანეტაზე 728 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები