19 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
მასშტაბური წყალდიდობა ანკარაში - ნიაღვარმა ავტომობილები გაიტაცა, დაიტბორა სახლების პირველი სართულები

მასშტაბური წყალდიდობა ანკარაში - გადაუღებელმა წვიმამ თურქეთის დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე რაიონი დააზარალა. მაგისტრალებთან ერთად, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

მოვარდნილმა ნიაღვარმა ქუჩებში ავტომობილები გაიტაცა და ტრანსპორტის მოძრაობის სრული პარალიზება გამოიწვია.

ანკარის მერის განცხადებით, სტიქიის დროს 6 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი წყალდიდობა თურქეთის დედაქალაქში 1990 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა ანკარაში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

დღის ამბები