19 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
10 მაისს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ჩატარდება

10 მაისს რედისონში ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ჩატარდება.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება ვეტერანმა ძიუდოისტებმა და მსაჯებმა გააკეთეს.

ისინი, გულშემატკივრებთან ერთად, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

ვეტერანი ძიუდოისტის, ბერდია გუგავას, თქმით, ყრილობა ღია იქნება, სადაც დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

ვეტერანი ძიუდოისტების განცხადებით, დაპირისპირებით ძიუდო არ უნდა დაზარალდეს.

„თუ ყრილობა გათავისუფლეს დათო ქევხიშვილს და ყრილობის მხრიდან იქნება არგუმენტირებული მოთხოვნები და დასაბუთებული პრეტენზიები, მეც დავუდგები ყრილობას გვერდით,“ - განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა.

მწვრთნელი გურამ მოდებაძე ამბობს, რომ დაპირისპირება დიალოგით უნდა მოგვარდეს.

„აქ ორი მხარე არ არსებობს. აქ არსებობს მთლიანობა, რასაც დათო ქევხიშვილი ჰქვია. დათო ქევხიშვილი ჩემს ხელში გაზრდილია, იგივე ანალოგიურია ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და რამდენიმე სპორტსმენი, რომელიც იქ დგას. ეს არ არის ქუჩაში გამოსვლით გადასაწყვეტი საქმე,“ - განაცხადა მწვრთნელმა, გურამ მოდებაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები