რუსეთში საპროტესტო აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არასრულწლოვნები არიან. რიგ შემთხვევებში სამართალდამცველები საკმაოდ უხეშად მოქმედებენ.
დაკავებულია აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც. მას 30 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აქცია სახელწოდებით - „ის ჩვენი მეფე არ არის“, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციასთან დაკავშირებით რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ტარდება. იმის გამო, რომ აქციები სანქცირებული არ არის, მთელია დღეა, აქცის მონაწიელბიის დაკავება მიმდინარეობს.
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.