08 დეკემბერი 2021,   11:13
ვრცლად
სამკაულები დედა სიდონიასგან - მის მიერ შექმნილი სამკაულები "სუხიშვილების" მოცეკვავეებმა უკვე მოირგეს

დედა სიდონიამ დედა ანასთან ერთად სამკაულების კოლექცია გააკეთა. ხის სამკაულის ფერადოვნება დედა ანას, ხოლო ქართული ტრადიციული ტექნიკით ნაქარგობა დედა სიდონიას ეკუთვნის. მათი მიზანი კი ერთია, ვინც სამკაულს შეეხება დადებითი ენერგიის დაიმუხტოს.

დედა სიდონიამ სუხიშვილების მოცეკვავეებს ახალი სამკაულები პირველი მოარგო.

ახალი კოლექცია მოდის ცნობილმა ექსპერტმა, გოშა რასტავშიკოვმა შეაფასა. ის დედა სიდონიას პირველად შეხვდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, მონაზონის სამკაული მის ყურადღებას იქცევს.

კოლექციას სასტუმრო ზიფი პალასში 11 მაისს გამოფენენ. დედა სიდონიას სურს, რომ ექსპოზიციის შემდეგ წინანდალში, მამის სახლის ნაკვეთზე სახელოსნო გააკეთოს, სადაც ყველა მისი ნამუშევარი თავს მოიყრის. 

დღის ამბები