19 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
ანტისამთავრობო აქცია საფრანგეთში - პარიზის ქუჩებში 150 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

ანტისამთავრობო აქცია საფრანგეთში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ემანუელ მაკრონის გაპრეზიდენტების ერთი წლისთავზე პარიზის ქუჩებში 150 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

შეტაკება ბასტილიის მოედანზე მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა მედიის მანქანა დააზიანეს. ჩხუბის დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა, 10-მდე აქტივისტი კი დააკავეს.

მომიტინგეები განსაკუთრებით ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სფეროში მიმდინარე მკაცრი რეფორმების შეჩერებას მოითხოვდნენ.

დღის ამბები