20 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
"მსროლელთა ეროვნული ასოციაციის" წინაშე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა

"მსროლელთა ეროვნული ასოციაციის" წინაშე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლას საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

პარიზის ტერაქტებზე საუბრის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟესტებით სროლის იმიტაცია გაითამაშა, ლონდონის საავადმყოფო კი საომარ ზონას შეადარა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონალდ ტრამპის მიმართვის გამო, ღია უკმაყოფილება გამოხატა და ტერაქტების დროს დაღუპული 130 ადამიანის ხსოვნის პატივისცემა მოითხოვა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი შეერთებული შტატების ლიდერის ქმედებას სამარცხვინო უწოდა.

დღის ამბები