19 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
უბედური შემთხვევა პაკისტანში - დაღუპულია 16 ადამიანი

პაკისტანში, უბედურ შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ კვეტის მახლობლად ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ადგილზე მასშტაბური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია 5 ცხედარი, 9 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. აფეთქებას ამავე მაღაროში 2011 წელს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


დღის ამბები