20 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
ოფიციალური ფხენიანი ვაშინგტონს მუქარისგან თავის შეკავებას ურჩევს

შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის დაგეგმილი ისტორიული შეხვედრის წინ ოფიციალური ფხენიანი ვაშინგტონს მუქარისგან თავის შეკავებას ურჩევს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის განზრახ პროვოცირებას ცდილობს და არსებულ დადებით ატმოსფეროს ამძიმებს. კერძოდ, საუბარია დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ის ფხენიანზე ზეწოლას გააგრძელებს და სანქციებს მანამდე არ შეამსუბუქებს, სანამ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს შეხვდებიან.

დღის ამბები