ფხენიანის გარდა, ვაშინგტონმა გაფრთხილება ოფიციალური თეირანისგანაც მიიღო. ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამას ისე ინანებს, როგორც არასდროს ისტორიაში.
ჰასან როუჰანის თქმითვე, მისი ქვეყანა ვაშინგტონის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზადაა.
დონალდ ტრამპმა საბოლოო პოზიცია 12 მაისს უნდა გამოაცხადოს. შეთანხმების დაცვის აუცილებლობაში მის დარწმუნებას საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შემდეგ, დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც შეეცდება. ბორის ჯონსონი ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტით ჩადის.