23 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
მზადება რიგით 71-ე კინოფესტივალისთვის - საფრანგეთი კინოვარსკვლავებს და მათ თაყვანისმცემლებს 8 მაისიდან უმასპინძლებს

საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო რიგით 71-ე კინოფესტივალისთვის ემზადება. კინომარათონი 8 მაისს ირანელი რეჟისორის ასგარ ფარ-ჰადის ფილმის ჩვენებით გაიხსნება და 19 მაისამდე გაგრძელდება.

კინომარათონის გახსნამდე ორი დღით ადრე ტექნიკურმა ჯგუფმა საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ოფიციალური გიგანტური პოსტერი გაშალა. წელს კანის კინოფესტივალის მთავარი კადრი ჟან პოლ ბელმონდოსა და ანა კარინას კოცნის სცენაა.

კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, ქეით ბლანშეტი ხელმძღვანელობს. 9 კაციან ჟიურიში 4 მამაკაცი, 5 კი ქალია, მათ შორის კრისტენ სტიუარტი და ლეა სეიდუ. ისინი 21 საკონკურსო ნამუსევრიუდან საკუთარ რჩეულებს ჟიური 19 მაისს დაასახელებენ.

დღის ამბები