25 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
"მხოლოდ ქართული" - ტრადიციული სიმღერების ახლებურ ვერსიებს კრიტიკოსების უკმაყოფილება მოჰყვა

"მხოლოდ ქართულის" ლაივ-შოუ მხოლოდ ორჯერ გავიდა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში და ის უკვე ცხარე დისკუსიის საგნად იქცა - რამდენად აქვს ვინმეს უფლება თავისი სურვილის მიხედვით შეცვალოს და როგორც უნდა, ისე იმღეროს ძველი ქართული სიმღერები?

კრიტიკოსების მთავარი პრეტენზია ძეგლებად შერაცხული სიმღერების ახლებურ ვერსიას შეეხება. ამ სიახლეების ავტორი კი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძეა.

ზვიად ბოლქვაძე არ გამორიცხავს, "მხოლოდ ქართულით" გამოწვეულ მღელვარების ერთ-ერთი მიზეზი სარესტორნო მუსიკის ეგრეთწოდებული მაფიაც იყოს. 

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კონკურსანტებთან ენის მოჩლექით საუბარს, თავიდანვე საინტერესო გამოწვევები ჯობია და უფრო მეტიც, დამწყებ მომღერლებს, რომლებიც ქართულ სიმღერას პირველად ხშირად სწორედ ამ სცენაზე ასრულებენ, ჯობია მათ სააზროვნო ენაზე გადაუთარგმნო.

დღის ამბები