16 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
ორი გარდაცვლილი და 17 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან 

ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან მსხვერპლით დასრულდა - დაიღუპა 2 ადამიანი, 17 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით თბილისისა და მარნეულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადატრიალდა.  

4 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები