20 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
მარნეულში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიფ-გოჯალოში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ნამაზ ვალიევი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ის სახლიდან 5 მაისს, სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ვალიევის ცხედარი 6 მაისს სოფლის მიმდებარედ იპოვეს.

„ეს არის შემთხვევის ადგილი. მოიყვანა და ტყვია თავში ესროლა. აი, სისხლის გუბეც დარჩენილია და ამის შემდეგ ამ ორმოშო ჩააგდო. გუშინ საღამოს მოკლული 21 წლის ბიჭი საღამოს იპოვა ადგილობრივმა მწყემსმა. ადგილზე მოსული იყო პოლიციაც. ისინი გვეუბნებიან რომ ერთ-ერთ ობიექტზე სათვალთვალო კამერები ამოიღეს სადაც სამი მამაკაცის გადაადგილება ჩანს“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ოჯახის წევრების თქმით, 21წლის ახალგარზდა სასტიკად არის მოკლული. მოკლულის ბაბუის თქმით, ის ე.წ. "აბრეზით" მოკლეს.

"5 მაისს საღამოს მას დაურეკეს და სახლიდან გავიდა, 6 მაისს შეგვატყობინეს რომ მოკლული იყო. თითქმის მთელი სოფელი დაიკითხა,მაგრამ არავინ არაფერი იცის, არც მე მსმენია, რომ ვინმესთან პრობლემა ჰქონოდა. არ მუშაობდა და არც სწავლობდა, ძირითადად ჩვენ გვეხმარებოდა სახლის საქმეებში. ის საძოვარ ადგილას იპოვა მწყემსმა. ე.წ.„აბრეზით“მოკლეს"-ამბობს მოკლულის ბაბუა.

შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით, დაიწყო.

 

დღის ამბები