27 ოქტომბერი 2021,   10:26
ვრცლად
ღამის კლუბ "ბასიანში" სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ღამის კლუბ "ბასიანში" სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ და კლუბში მყოფი მოსახლეობა გარეთ გამოიყვანეს. 

პოლიციამ ამ წუთებში ღამის კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დააკავა, თუმცა იმის გამო რომ მისი ტერიტორიიდან გაყვანა ვერ მოხერხდა, იგი ისევ კლუბში შეიყვანეს.

კლუბში მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ პოლიცია ნარკოტიკულ საშუალებებს ყრიდა კლუბის ტერიტორიაზე.

შსს სპეცოპერაციას კაფე "გალერიშიც" აწარმოებს. უწყების ინფორმაციით სპეცოპერაციის მიზანი ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა.

 

დღის ამბები