04 ოქტომბერი 2024,   22:08
ვრცლად
"ბასიანის" ტერიტორია აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს - კლუბთან სპეცრაზმის კიდევ ერთი დანაყოფი მივიდა

კლუბ „ბასიანთან,“ სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მხოლოდ ჟურნალისტები და სამართალდამცველები დარჩნენ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის კიდევ ერთი დანაყოფი -მივიდა.

აქციის მონაწილეები რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. მათ კლუბ "ბასიანის" ტერიტორია სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. 

ისინი შეიარაღებული არიან ხელკეტებითა და იარაღით, თუმცა უცნობია რა სახის იარაღი აქვთ მობილიზებული-ცრემლსადენი, ტყვიის თუ ცეცხლსასროლი. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზეც იმყოფებიან.

"ბასიანის" ტერიტორიაზე იმყოფება არსამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დირექტორი მიხეილ ბენიძე, რომელიც სამართალდამცველებს აკრიტიკებს და განმარტავს, რომ ამ ფორმით ნარკორეალიზებასთან ბრძოლა დაუშვებელია.

"საშიშია როდესაც ხდება კლუბური ცხოვრების და თავისუიფალი ცხოვრების დემონიზება, ეს მე პირადად საბჭოთა ცხოვრებას მაგონებს,"-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები