
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ევროპის მთავარ საფრთხეებად ISIS-ის და რუსეთს ასახელებს. ბერლინში, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ენდრუ პარკერმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, ISIS უფრო კომპლექსური და გამანადგურებელი თავდასხმების მოწყობას ევროპაში შეეცდება.
"M I 5"-ის დირექტორმა რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა და სკრიპალების საქმეს განზრახ ჩადენილი ბოროტმოქმედება უწოდა.
მისი თქმით, აგრესიული და გამანადგურებელი ქმედებებით რუსეთი საკუთარ თავს დანარჩენი მსოფლიოსგან უფრო იზოლირებულს ხდის.