25 ოქტომბერი 2021,   05:30
ვრცლად
სომხეთი რეგიონში რუსეთის მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება - შეხვედრა პაშინიანსა და პუტინს შორის

სომხეთი რეგიონში რუსეთის მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება- ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა სოჭში ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მოლაპარაკებები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სომხეთის ახალი პრემიერ მინისტრი პირველად ესწრება.

ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი. ნიკოლ პაშინიანმა რუსეთის ლიდერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სომხეთის საზოგადოებაც და ახალი მთავრობაც აფასებს დაბალანსებულ პოზიციას, რომელიც რუსეთმა შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს გამოხატა.

სომხეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა უფრო გაძლიერდება 

დღის ამბები