18 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
სამი ჭრილობა მუცლისა და გულ-მკერდის არეში - ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ელგუჯა წურწუმია მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას თავდამსხმელმა გზა გადაუკეტა. მანქანის გაჩერების შემდეგ კი თავდამსხმელმა მას დანით სამი ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს თავად შეძლო მისვლა და დახმარება ითხოვა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს. ელგუჯა წურწუმიას საოპერაციოდ ამზადებენ. მისი მდგომარეობა მძიმეა თუმცა მან სამართალდამცავებისთვის  თავდამსხმელის ვინაობის დასახელება შეძლო. პაციენტს ჭრილობები მუცლის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.  

დაუზუსტებელი ინფორმაციით თავდასხმა შურისძიებას უკავშირდება. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.

ელგუჯა წურწუმია წყალკანალის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სპეციალისტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

დღის ამბები