16 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - დაკავებულების ახლობლები თვლიან, რომ 8-ვე ბრალდებული შსს-ს პირადი პატიმარია

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულ 8 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას სასამართლოს 5 და 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სთხოვდნენ. დაცვას მოსამართლემ უარი უთხრა და პატიმრობის გადაწყვეტილება ხუთ საათიანი სხდომაზე მიიიღო.

დაკავებულებიდან არც ერთი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.   

დაკავებულების ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ განსასჯელის სკამზე მჯდომი 8-ვე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების პირადი პატიმრები არიან. მათ არგუმენტად მოჰყავთ, ის სპეცოპერაცია, რომელიც მათივე მტკიცებით, პარასკევს მოქალაქეების უფლებების დარღვევით ჩატარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.  

  

დღის ამბები