19 ოქტომბერი 2021,   10:31
ვრცლად
მკვლელობა თბილისში-ყოფილ პატიმარს სამი ტყვია სავარაუდოდ შურისძიების მიზნით ესროლეს

მკვლელობა თბილისში - ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. ხალილ მამოევს სამი ტყვია ესროლეს. კურიერის ინფორმაცით მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება. მოკლული ახალგაზრდა მძიმე ბრალდებით სასჯელს რამდენიმე წლის წინ იხდიდა. არსებობს ვერსია, რომ მასზე შური საპატიმროს დატოვების შემდეგ იძიეს.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაჭრილი ხალილ მამოევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით მას დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული და გული გაჩერებული. რეანიმაციულ განყოფილებაში მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 30 წლის ხალილ მამოევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები