19 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამერიკელ მოსამართლეებს შეხვდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამერიკელ მოსამართლეებს შეხვდნენ. მათ ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გააცნეს.

შეხვედრის დროს ქართული სასამართლოს გამოწვევებზე, მათ შორის ნაფიცი მსაჯულების შესახებ, ასევე მოსამართლეთა გადამზადებასა და სადისციპლინო საქმის წარმოებაზე ისაუბრეს.

მინესოტელი მოსამართლეები ხვალ დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ, სადაც მართლმსაჯულების გამოწვევებსა და პრობლემებს განიხილავენ.

დღის ამბები