20 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
შავ ზღვაზე გამოწვევები არსებობს იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი ზრდის თავის შესაძლებლობებს ამ რეგიონში - ვიცეადმირალი, ერვი ბლეჟო

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილე, ვიცეადმირალი, ერვი ბლეჟო სპეციალურ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ვიცეადმირალი, რეგიონში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ საუბრობს.

ერვი ბლეჟო აცხადებს, რომ ისტორიის გადაწერა შეუძლებელია, თუმცა, ნატო რეგიონში რუსეთის ნებისმიერ საფრთხესა და გამოწვევებზე საპასუხოდ მზადაა.

ბლეჟოს თქმით, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება.

„შავ ზღვაზე გამოწვევები არსებობს იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი ზრდის თავის შესაძლებლობებს ამ რეგიონში, არ არის საიდუმლო, რომ მათ ჰყვათ საზღვაო ქვეითები, აქვთ ძლიერი სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამიტომ, ეს არის კონკურენციის ადგილი,“ - განაცხადა ერვი ბლეჟომ.

დღის ამბები