20 აპრილი 2024,   01:41
ვრცლად
სახელმწიფოსგან გარანტიები ჰქონდა ყველა ჯგუფს, რომ მშვიდობიანი გამოხატვის უფლება სრულად იქნებოდა დაცული - ჩუგოშვილი

კანონმდებლები თბილისის ცენტრში მიმდინარე მსვლელობას და გაუქმებულ აქციას ეხმაურებიან, რომლის მიზანიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა იყო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქციის გაუქმება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდა დაცულობის განცდა. 

„მოსამზადებელი შეხვედრები სრულად უზრუნველყოფდა ნებისმიერი პირის გამოხატვის და შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცვას. მე ისიც მესმის, რომ თემის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ ჩაეტარებინათ აქცია სხვდასხვა ფაქტორის გამო, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ განცდა სრულად, 100 პროცენტით, დაცულობის, ვინაიდან, სხვადასხვა აქცია იმართებოდა პარალელურად. თუმცა, ამას ვერ დავაბრალებთ შსს-ს და სახელმწიფოს, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან გარანტიები ჰქონდა ყველა ჯგუფს, რომ ყველა ჯგუფის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება სრულად იქნებოდა დაცული,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი თვლის, რომ აქციის გაუქმება სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილება იყო, მეორე ნაწილი კი არ მალავს კმაყოფილებას, რომ ჰომოფობიასა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი აქცია გაუქმდა.

დღის ამბები