16 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
თბილისის მერია ტაქსისტების წარსულის შესწავლას იწყებს - ლიცენზიის მოსაპოვებლად გადამწყვეტი მანქანის ფერიც გახდება

თბილისის მერი ტაქსის მძღოლების წარსულის შესწავლას აანონსებს. ვინ, როდის და რას საქმიანობდა წარსულში - ამ კითხვებზე პასუხი გადამწყვეტი იქნება ლიცენზიის მისაღებად. ცვლილებების შესახებ განცხადება კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. ლიცენზიის მოსაპოვებლად გადამწყვეტი მანქანის ფერიც გახდება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ტაქსის მძღოლების ვერც წარსულის, ვერც აწმყოს და მომავლის შესწავლა ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ვერ უშველის. ოპოზიცია კალაძის უწყებას ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს. ისინი ახალი ინიციატივების შედეგად უმუშევრობის კიდევ უფრო გაზრდას აანონსებენ.

ტაქსებისთვის დაგეგმილ რეგულაციებზე პარლამენტმა უკვე იმსჯელა და კონკრეტული რეგულაციების დაწესებაზე საკრებულოს და მერიას მწვანე შუქი აუნთო. მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები აუცილებელი და გარდაუვალია.

არასამთავრობოების ნაწილი ადასტურებს, რომ ტაქსების სერვისი ქვეყანაში დაბალ დონეზეა. მიუხედავად ამისა, ამ პრობლემის გადასაჭრელად ისინი მერიას არა ტაქსისტებისთვის პრობლემების შექმნაში, არამედ ტაქსის კომპანიების საგადასახადო შეღავათებით წახალისებაში და ავტოპარკების განახლებაში ხედავენ.

დღის ამბები