16 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
კიდევ ერთ ნაბიჯი დიქტატურისკენ - პოლიტიკოსები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს არასამთავრობოების მიერ აქციის ორგანიზებაზე უარის თქმას აფასებენ 

კიდევ ერთ ნაბიჯი დიქტატურისკენ - ასე აფასებენ პოლიტიკოსები არასამთავრობო სექტორის მიერ აქციის ჩატარებაზე საკუთარი ნებით უარის თქმას. 

უფლებადამცველებმა ჰომობიფიასთან ბრძოლის დღეს აქციის ორგანიზებაზე უარი გუშინ თქვეს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მართვადი ქაოსი შექმნა და ახლა კონკრეტული ჯგუფების დასაშანტაჟებლად თავადვე წარმატებით იყენებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლების ნაცვლად, ძალადობას იცავს.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 2013 წლის 17 მაისის ნაცვლად, ყოფილი ხელისუფლების დროს მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს.

საპარლამენტო უმრავლესობა კი თავს იმით იმართლებს, რომ აქციის ჩატარებაზე უარი ლგბტ აქტივისტებმა თავადვე თქვეს. მმართველი გუნდის ნაწილი, აქციის გაუქმების გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

17 მაისი, როგორც ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში სხვადსხვა ღონისძიებით აღინიშნება.

2013 წლის 17 მაისს დაპირისპირება ორი პარალელური აქციის მონაწილეებს შორის მოხდა, რომელიც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. 2014 წელს კი საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა, ხოლო აქტივისტებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პუშკინის სკვერში "უხილავი პროტესტი“ მოაწყვეს.

წელს პირველი შემთხვევაა, როცა აქტივისტებმა აქციის ჩატარებაზე უარი საკუთარი ნებით თქვეს.

დღის ამბები