19 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
ოფიციალური ვიზიტი რომ იყოს და პროპუტინულ, ფაშისტური ძალები დარბევას აპირებდნენ ბატონ ბიძინას ეტყვით, რომ ჩაშალოს შეხვედრა? - ოპოზიცია შს მინისტრს მწვავე კითხვებს უსვამს

შს მინისტრმა პარლამენტში ანგარიშით წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვები მოისმინა.

12 მაისის სპეცოპერაცია კლუბებში და შემდეგ აქციებზე განვითარებული მოვლენები იყო ის ძირითად საკითხები, რაზეც დეპუტატებს მინისტრთან კითხვები ჰქონდათ.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები დაინტერესდნენ რა პოზიცია აქვს შს მინისტრს იმ ნეონაცისტური ჯგუფების შესახებ, რომლებიც „თავისუფლებისთვის“ აქციაზე შეკრებილების დარბევას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ.

“თქვენ არაფერი არ თქვით პროპუტინულ, ფაშისტურ ძალებზე. როგორც ჩანს, ან პრობლემად არ მიგაჩნიათ ან რაკი თქვენი გუნდის ნაწილის მაინც თუ მთლიანად თანამოაზრეები არ არიან, ამაზე საუბარი არ ჩათვალეთ საჭიროდ. წარმოიდგინეთ არის ასეთი ვითარება, მაღალი დონის სტუმარი ჩამოვიდა საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი და თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოდის.

"წამოიდგინეთ, რომ იქვე არის ბიძინაც. ამ დროს ასეული კაცი შეიკრიბა და იძახის: "პუტინის გარდა საქართველოში არც ერთი ლიდერის საუბარს არ დავუშვებ (ამ დარბაზში არიან ისეთი ხალხი, ვინც ამას პირდაპირ ამბობს, თქვენს რიგებში - ვინც ფარულად იძახის) და მივალთ, ალყას დავარტყამთ და ბოთლებს ვესვრით."

"მერე თქვენ ბატონ ბიძინასთან მიხვალთ და ეტყვით: "ვეღარ ვაჩერებთ და იქნებ დაიშალოთ რა, თორემ მაშინ სისხლი უნდა დავღვარო ამათი" და მაშინ მშვიდობის მტრედი გამოხვალთ. მითხარით, აი, ამ ვითარებას როგორ ხედავთ?“, - მიმართა კითხვით გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კი მინისტრს საკუთარი განცხადება შეახსენა და ჰკითხა, რას დაუპირისპირებს იმ ფაშისტურ ორგანიზაციებს, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ შეირაღებულები არიან.
„ამ ადამიანებს თქვენ უთხარით აქ იყავით პრობლემა არ არის...მათ გასაყვანად დამჭირდება ოთხი საათი....

ესეთი საშიში ჯგუფები, როცა ასეთ პირობას აყენებს და შს მინისტრი ეუბნება, რომ აქ იყავით მე გავიყვან მათ, ხომ არ აძლევს ეს მათ შესაძლებლობას, რომ შანტაჟში ამყოფონ საზოგადოება?“- მიმართა ხოშტარიამ მინისტრს.

 

დღის ამბები