23 აპრილი 2025,   09:23
ვრცლად
ვიღაცას თუ ჰგონია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება ვინმეს დაერღვა ან ჩვენ ერთი მხარე უნდა დაგვერბია მეორე მხარის ინტერესებში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ - შს მინისტრი

„ვიღაცას თუ ჰგონია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება ვინმეს დაერღვა ან ჩვენ ერთი მხარე უნდა დაგვერბია მეორე მხარის ინტერესებში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ,“ - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს გააკეთა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო მნიშვნელოვანია.

„უსაფრთხო გარემო არის ერთადერთი გარემო, სადაც ჩვენ შეგვიძლია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოწვევების გარემო გადავაქციოთ შესაძლებლობების გარეოდ. ეს არის და ეს. ის რადიკალიზაციაც და ის დაპირისპირებაც, რომელიც ორი დღის წინ გვქონდა, ეს არის გამოწვევა ჩვეულებრივი და იქ, ვიღაცას თუ ჰგონია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება ვინმეს დაერღვა ან ჩვენ ერთი მხარე უნდა დაგვერბია მეორე მხარის ინტერესებში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადიკალიზაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამასთან ბრძოლაში განსაკუთრებით შსს უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები