25 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
კიბერუსაფრთხოების ნაწილში გვიჭირს - გიორგი გახარია

„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიბერუსაფრთხოების ნაწილში გვიჭირს,“ - ეს განცხადება შს მინისტრმა პარლამენტში გააკეთა.

პარლამენტარების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების მოწესრიგებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს ქვეყანას.

„ტექნოლოგიების ნაწილშიც გვიჭირს, ცოდნების ნაწილშიც გვიჭირს და ჩვენ ახლა აქტიურად ვსაუბრობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც გვპირდებიან, რომ მოგვეხმარებიან, იმიტომ, რომ სხვანაირად ამ ინფრასტრუქტურასთან ბრძოლა ჩვენი რესურსებით არის საკმაოდ რთული და საერთოდ, უსაფრთხოება ძალიან ძვირი სიამოვნებაა,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, კიბერდანაშაულის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობენ.

დღის ამბები