25 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
"ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალის ზრდას, გაგებით ვეკიდები" - გახარია

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა.

„შეკითხვა იყო, როგორ შეაფასებთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალის ზრდას, - ამ პოზიციას გაგებით ვეკიდები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ახლა ხდება.

„სასამართლოში მტკიცებულების სტანდარტი, პროკურატურის მუშაობის სტანდარტი და კიდევ ბევრი რამ, რეალურად კარგად გვესმის, რომ სისტემა გახდა ბევრად ჰუმანური, რაც არის კონცეპტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური ვერ გახდა... სისტემის სწრაფ ჰუმანიზაციას ვერ დაეწია ეფექტურობა, “- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები