18 აპრილი 2025,   20:33
ვრცლად
საარჩევნო უბნებთან კუნთმაგარი კრიმინალები თუ შემხვდებიან, ისეთი რეაქცია გვექნება, როგორც "რუსთავი 2"-თან - გიორგი გახარია

„კუნთმაგარი კრიმინალები მართლა არ შემხვედრია. მე დავდივარ მთაწმინდაზე, ვაძლევ ხმას, იქ არავინ შემხვედრია,“ - ასე უპასუხა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვას.

გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერიას კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლები არ უნახავს. მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სამართალდამცავები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„თუ შემხვდნენ, პირობას გაძლევთ, რომ ისეთი რეაქცია გვექნება, აი, როგორც "რუსთავი 2-თან" მივიდნენ, როგორი რეაქციაც გვქონდა, ზუსტად ისეთი რეაქცია გვექნება. აი, რომ არ მექნება, მერე ეგ საყვედურები თქვენგან იქნება ჩემთვის მისაღები, აბსოლუტურად,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები