20 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
„არ იყო ეს არსად შეჭრა" - გიორგი გახარია კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს

„არ იყო ეს არსად შეჭრა, ის ფორმები, რა ფორმებიც იყო გამოყენებული, მართლა იყო გამოყენებული იმ კანონქვემდებარე, კანონიერი ახალგაზრდების დასაცავად,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ გახდა აუცილებელი 12 მაისს იმ ორ კლუბში შესვლა, თან მაშინ თუ ნარკორეალიზატორების დაკავება გარეთ მოხდა. გიორგი გახარიას თქმით, ღამის კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" სამართალდამცველები არ შეჭრილან. 

„არანაირი დისკომფორტი ამ ხალხისთვის იქ არ შექმნილა, გარდა იმისა, რომ მართლა ის პარასკევი საღამო კლუბური ცხოვრებისთვის განსაზღვრული ამ ხალხს გავუფუჭეთ, ეს იყო. მაგრამ საჯარო სიკეთე ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან არის უბრალოდ შეუდარებელი. თუ კიდევ გვექნება მსგავსი არჩევანი, ისეთი კრიტიკული როგორიც იყო, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, მოვიქცეთ მსგავსად, იმიტომ, რომ რისკები არის შეფარდებელი და შეუდარებელი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები