27 ნოემბერი 2021,   23:37
ვრცლად
გიორგი გახარიას განცხადებით, მისი უწყება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას აღნიშნულ ერთ თვეში წარადგენს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია - შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უწყება აღნიშნულ სიას ერთ თვეში წარადგენს.

მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დავალებად მივიღეთ და ამაზე ვმუშაობთ, ერთი თვე გვაქვს კიდევ. საგამოძიებო პროცესები, განსაკუთრებით, ტატუნაშვილის მიმართულებით აქტიურ ფაზაშია ახლა, იდენტიფიცირების ახლოს ვართ და ეს სია შესაბამის ვადებში იქნება წარმოდგენილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ძალზედ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ისევე, როგორც მთავარი პროკურატურა,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები