17 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
ზურა ჯაფარიძე დაკავების დროს არ აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციას, მაგრამ შეეძლო ისევე მიეყენებინა, როგორც ეს ინტერნეტით არაერთხელ გაუკეთებია - შს მინისტრი

შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს პასუხობს იმ მიზეზებს განმარტავს თუ რატომ დააკავეს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

მინისტრის თქმით, შესაძლოა დაკავების დროს გადაღებულ კადრებში არ ჩანს რომ ჯაფარიძე პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა ან წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მინისტრის თქმით, ჯაფარიძის მხრიდან პოლიციის შეურაცხყოფის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.


„რატომ დააკავეს ბატონი ჯაფარიძე? - წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. გადაღებულია ალბათ ის მომენტი, რომელიც დაკავების კონკრეტული შემთხვევა იყო, თუმცა დაკავების წინ ჯაფარიძეს თავისუფლად შეეძლო, როგორც პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით როგორც შეურაცხყოფა მიუყენებია პოლიციელისთვის არაერთხელ, ასევე მიეყენებინა.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამოცანა იყო იმ მომენტში რომ პოლიციის წინააღმდეგობის ყველა ფაქტზე ყოფილიტყო რეაქცია.

მესმის შეიძლება დაკავების მომენტი, რომელიც არის გადაღებული იქ ბატონი ჯაფარიძე არც წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, თუმცა ამის ფაქტი ბევრი შემიძლია მოგიყვანოთ სხვადასხვა დროს გავრცელებული,“-აცხადებს გახარია.

 

დღის ამბები