18 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
რუსთავში მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მოზარდი უგონო მდგომარეობაშია და ის მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

უბედური შემთხვევა, რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში მოხდა; საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 10 წლის ბიჭი გადმოვარდა.

დედა ამბობს, რომ ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდოდა.

„არ უყვარდა სკოლაში წასვლა, სახლში ურჩევნოდა და წრეებზე წასვლა. არც გუშინწინ უნდოდა აპროტესტებდა და დღეს ასე გააპროტესტა“-ამბობს ბავშვის დედა.

დღის ამბები