20 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულების საქმე - სასამართლოში გამოძიების ოქროს მოწმეს კითხავენ

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამოძიების ოქროს მოწმის დაკითხვა გრძელდება. მოწმე სასამართლოს შენობაში უკანა შესასვლელიდან მიიყვანეს, რის გამოც მედიას მასთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა.

მოწმეს, რომელმაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ფარულად გადაიღო, სასამართლო დარბაზში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ.

სასმართლოში იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და ადვოკატები, რომლებიც ყვებიან, როგორ შევიდა მოწმე ნდობაში დაკავებულებთან და შემდეგ ფარული ვიდეომასალა გადაიღო, რაც სამართალდამცველებისთვის მთავარი მტკიცებულება გახდა.

„თითქმის, დაზეპირებული აქვს ის ჩვენებები, რასაც, ფაქტობრივად, არც კი აცლის პროკურორს კითხვის დასმის დასრულების შესაძლებლობას, პირდაპირ პასუხობს. მან არ დაადასტურა, რომ თანამშრომელია, ოფიციალურად არის კერძო პირი, მშრომელი კაცი, როგორც თვითონ განსაზღვრა,“- განაცხადა ადვოკატმა, ნინო ლალიაშვილმა.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი, მოწმე დეტალურად ამბობს თუ როგორც ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება.

დღის ამბები